საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი კახეთში იყო.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სამშაბათს ღამით მიწისძვრა მოხდა საქართველოში. ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი იტყობინება

„დღეს, თბილისის დროით 22:01 საათზე, ქალაქ ყვარელთან მოხდა 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", — ნათქვამია ცენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობები მიწისძვრის შედეგად ნგრევის ან დაზარალებულთა შესახებ არ ვრცელდება.