ქართველმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო მატჩი შეწყვიტა

წლის დასაწყისიდან ქართველი ჩოგბურთელის მდგომარეობა საერთაშორისო რეიტინგში 25 პოზიციით გაუარესდა და ამჟამად ის 84–ე ადგილს იკავებს.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (84) აკაპულკოში (მექსიკა) გამართულ АТР 250 სერიის ტურნირზე ამერიკელი ჯარედ დონალდსის წინააღმდეგ (59) პირველი რაუნდის შეხვედრა ვერ დაასრულა.

ბასილაშვილის მორიგი წაგება АТР-ს ტურნირზე

ამერიკელის სასარგებლოდ 6:2, 3:2 ანგარიშის დროს ქართველმა სპორტსმენმა მსაჯს მიმართა და უთხრა, რომ ტრავმის გამო მატჩს ვერ გააგრძელებდა. რა დაზიანება მიიღო ბასილაშვილმა, ცნობილი არ არის.

АТР–ს განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი 77–ე ადგილიდან 84–ე პოზიციაზე გადავიდა. კალენდარული წელი მან მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში 59–ე ადგილიდან დაიწყო. ბასილაშვილის რეგრესი იმან გამოიწვია, რომ მან უკვე ზედიზედ ექვსი შეხვედრა წააგო. 

АТР–ს რეიტინგში ბასილაშვილმა საუკეთესო შედეგი გასული წლის ივნისში აჩვენა, მაშინ მას 51–ე ადგილი ეკავა.