FIFA კმაყოფილია რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადებით

სოჭში 2018 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ჩვენ ვემზადებით დედამიწაზე ყველაზე გრანდიოზული შოუსათვის, განაცხადა სოჭში სამშაბათს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერქციის (FIFA) გენერალურმა მდივანმა ფატმა სამურამ, იუწყება Rsport-ი.

სამშაბათს სოჭში 2018 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებისთვის სემინარი დაიწყო. ღონისძიებაში მსოფლიო ჩემპიონატის 32 მონაწილის წარმომადგენელი მონაწილეობს, წამყვანები არიან FIFA-ს გენერალური მდივანი ფატმა სამურა, საორგანიზაციო კომიტეტის „რუსეთი-2018“-ის თავმჯდომარე ალექსეი სოროკინი და კრასნოდარის მხარის ვიცეპგუბერნატორი ნიკოლაი დოლუდა.

გულშემატკივრის პასპორტი ვიზის ნაცვლად - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში

„მადლობლები ვართ იმ მუშაობისთვის, რაც რუსეთში ტარდება. FIFA და რუსეთის ხელისუფლება აკეთებენ ყველაფერს, რომ მონაწილეებს მოემსახურონ უმაღლეს დონეზე, რომ საუკეთესო მომსახურება იყოს. ჩვენ დიდი მომენტი გვიახლოვდება. ჩვენ დედამიწაზე ყველაზე გრანდიოზული შოუსათვის ვემზადებით“, — განუცხადა სამურამ ჟურნალისტებს.

„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე ამ მოვლენის დაწყებას ელოდება. ეს უბრალოდ სპორტი არაა, ეს უდიდესი იმპერიაა, რომელიც პლანეტაზე ასობით მილიონ ქომაგს აერთიანებს. საუკეთესო ეროვნული გუნდების თამაში გვაჯადოებს ტექნიკით, სისწრაფით, კომბინაციებით. ჩვენ, ჩვენი მხარის, ქალაქ სოჭის ხელმძღვანელობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და ქომაგებმა თავი კომფორტულად და მყუდროდ იგრძნონ“, — განაცხადა დოლუდამ მისასალმებელ სიტყვაში.

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები რუსეთის 11 ქალაქში 12 სტადიონზე 14 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩატარდება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ პროექტში Sputnik FIFA-2018.