დღისით-მზისით: გლდანში ბანკი დააყაჩაღეს, დამნაშავე მიიმალა

ადგილობრივების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და აღნიშნული ფილიალი წარსულშიც დააყაჩაღეს.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. „ლიბერთი ბანკის" ფილიალი გლდანის მესამე მიკრორაიონში დღეს დილით დააყაჩაღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში „საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს შენობაში ბანკის თანამშრომლებთან ერთად კლიენტებიც იმყოფებოდნენ; თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის თანხაა წაღებული. ადგილობრივების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და აღნიშნული ფილიალი წარსულშიც დააყაჩაღეს.

როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 179-ე მუხლით „ყაჩაღობა".