ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 1 მარტს

ხუთშაბათს თბილისში 10 გრადუსამდე სითბო იქნება
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსები გაზაფხულის პირველ დღეს, 1 მარტს თბილისში უმეტესად ღრუბლიან, მაგრამ უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა იქნება ღამით — +7 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 10 გრადუსამდე გათბება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.

მზე 07:36 საათზე ამოვა და 18:50 საათზე ჩავა.