თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. უკრაინის XXII საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი და ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა 12 მედალი მოიპოვეს.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლევან ქავჟარაძე (–67 კგ) და შმაგი ბოლქვაძე (–72 კგ) ავიდნენ, რომლებმაც ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში თავიანთ წონით კატეგორიაში გაიმარჯვეს.
ამავე დისციპლინაში საქართველომ მოიპოვა ორი ვერცხლი – ნუგზარ წურწუმია (–55 კგ) და ზურაბ დათუნაშვილი (–82 კგ) და ერთი ბრინჯაო – იაკობ ქაჯაია (–130 კგ).
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები საქართველოში 7 მედლით დაბრუნდებიან, თუმცა, სამწუხაროდ, მათ შორის ოქრო არც ერთი არ არის. გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ თეიმურაზ ვანიშვილს (–57 კგ), ბექა ლომთაძეს (– 61 კგ) და რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორს გენო პეტრიაშვილს (–125 კგ).
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ოლომპიურმა ჩემპიონმა (2016) და ლონდონის თამაშების (2012) ვერცხლის პრიზიორმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (–65 კგ), ჯუმბერ ყველაშვილმა (–79 კგ), ირაკლი მწითურმა (–92 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილმა (–125 კგ).
მამაკაცებს შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვება აზერბაიჯანის ნაკრებმა მოიპოვა, რომლის აქტივშიც 7 ოქროს, 5 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.