ზუგდიდის რაიონში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მან ცეცხლმოკიდებული შენობის დატოვება ვერ შეძლო
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის რაიონის სოფელ დავითიანში ხანძრის შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხანძარი დაახლოებით ღამის ორ საათზე ერთსართულიან ხის სახლში გაჩნდა. ტელეარხის ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო იყო და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

„ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად დაზარებულ ქირიების ოთხსულიან ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება და დროებითი საცხოვრებელი ფართის ქირას უზრუნველყოფს.

მომხდარის ადგილას მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები. 

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით,  ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით,  რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი). აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.