რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სამართალდამცველებმა თითის ანაბეჭდებიც აიღეს
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. რუსთავში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან გვიან ღამით 4 000 ლარის ღირებულების ტექნიკა მოიპარეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქურდობიდან რანდენიმე წუთში მაღაზიაში გამოცხადდა დაცვის პოლიცა, რომელიც ობიექტის დაცვაზეა პასუხისმგებელი.

შსს-ში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სამართალდამცველებმა თითის ანაბეჭდებიც აიღეს.