თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. წნორის ბროწლიანის სათნოების სახლში სასმელი წლის პრობლემა ჰოლანდიაში მცხოვრები მოზარდის დახმარებით მოგვარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
13 წლის გიორგი ვენკომ, რომელიც დედით ქართველია, სათნოების სახლში არსებული წყლის პრობლემის შესახებ რამდენიმე თვის წინ, საქართველოში ჩამოსვლისას შეიტყო. მოგვიანებით მან საქველმოქმედო ფონდი „დაეხმარე საქართველოს" დააფუძნა.
ორგანიზაციის დახმარებით სათნოების სახლში არსებული პრობლემების მოგვარება შესაძლებელი გახდა.
ბროწლიანის სათნიების სახლში ამჯერად 25 ბენეფიციარი ცხოვრობს.
იმის შესახებ, რომ ბროწლიანის სათნოების სახლში არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობაა, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში განაცხადა.