— „სვანეთში დავთესე სხვადასხვა მცენარე. მონაწილეობა მივიღე პროექტში „აწარმოე საქართველოში“ და დამაფინანსეს. მიღებული თანხით ვიყიდე საჭირო ინვენტარი. ყველაფერი სვანეთში მომყავს. წარმომადგენლები იყვნენ მოსული, გადაუღეს ფოტოები, რომ ნამდვილად იქ მომყავს და დამაფინანსეს. ტრენინგებიც გავიარე. ერთი სიტყვით, კმაყოფილი ვარ, ძალიან დამეხმარნენ“, — ამბობს ზურებიანი.
ქალბატონი ფიქრია სუნელებს ძირძველი, მამაპაპური სვანური მეთოდით ამზადებს, რომელიც დედამ ასწავლა, მას თავისმა დედამ და ა.შ. აკეთებს სვანურ მარილს, ხარჩოს, ლობიოს სუნელს და სხვა მრავალს. სუნელების გარდა აკეთებს სხვადასხვა შემადგენლობის აჯიკას, ტყემალს და ა.შ.