თიკო ჟღენტი: „ჩემი ნახატი მოძრაობს“

თიკო ჟღენტი საუბრობს თავის ხელოვნებაზე და ამბობს, რომ ხელოვანმა მოძრაობაში უნდა გამოსახოს ნებისმიერი დეტალი, გაშეშებულად გამოსახული საგნები მკვდარი ჰგონია და მკვდარი საგნების გამოსახვა არ უყვარს.
Sputnik

„ხელოვანმა მოძრაობაში უნდა გამოსახოს ნებისმიერი დეტალი“ — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ თიკო ჟღენტმა.

თიკო ჟღენტი — ოზურგეთელი მხატვარი. კალმით, ფუნჯით და შხეფით ის რეალურად აღქმულ და რეალობის მიღმა დანახულ სამყაროს ხატავს. ამას გარდა ქარგავს და ამზადებს სამკაულებს. მისმა ნამუშევრებმა საგამოფენო დარბაზ “ექსპო ჯორჯიაში“ დიდი მოწონება დაიმსახურა.