„ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისის აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრის მახლობლად ცეცხლი პლასტმასის მილებს უკიდია.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik.  სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის" მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი პლასტმასის მილებს გაუჩნდა და სწრაფად მოედო.

ამ წუთებში მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზაციის სამუშაოები. 

ადგილზე ერთი სახანძრო მანქანა მუშაობს.