თამარ გამილაღდიშვილი: „ჩემი სადოქტორო თემა საქართველოსა და ევროკავშირს ეხებოდა“

თამარ გამილაღდიშვილი იხსენებს წარსულ მოღვაწეობას. 1999 წელს მისი სადოქტორო ნაშრომი იყო: „საქართველოსა და ევროკავშირი“, მას ყველა ირონიული ღიმილით უყურებდა, რადგან იმ დროს ეს უცხო თემა იყო.
Sputnik

— „ესპანეთში სასწავლებლად 1993 წელს  წავედი და იქ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დოქტორანტურის სრული კურსი დავამთავრე“-განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ თამარ გამილაღდიშვილმა.

თამარ გამილაღდიშვილი- დიპლომატი და ჟურნალისტი. ესპანეთში ყოფნის დროს ბასკეთის ავტონომიურ ტელევიზიასთან, რადიოსა და პერიოდულ გამოცემასთან გაზეთ “Deia”-თან თანამშრომლობდა. იყო ევროპის ერების ინსტიტუტის ბასკური ფონდის პერიოდული ჟურნალის რედაქტორი და გამომცემელი. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის ახლად შექმნილი დეპარტამენტის თანამშრომელია.