უშგული – სვანეთის მარგალიტი

Sputnik

უშგული — დასახლება მაღალმთიან სვანეთში. იხილეთ ფოტომასალა, თუ როგორ გამოიყურება ზამთარში უშგული, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან მუდმივად დასახლებულ ადგილად მიიჩნევა.

უშგული ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზეა. აქ დაახლოებით 70 ოჯახი ცხოვრობს, ფუნქციონირებს სკოლა. წელიწადში ექვსი თვის განმავლობაში უშგული თოვლითაა დაფარული და მესტიისკენ მიმავალი გზა ხშირად იხერგება. უშგულის თემი ოთხი სოფლისგან შედგება — ჟიბიანი, ჩვიბიანი, ჩაჟაში და მურყმელი.

უშგულის არქიტექტურა ისტორიულ ძეგლად მიიჩნევა, დიდწილად სწორედ ამიტომ არის ზემო სვანეთი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული. სოფლებში შემორჩენილია ტრადიციული სვანური კოშკები. სოფელი ჟიბიანის მაღლობზე ასევე შემორჩენილია XI საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ტაძარი, რომელსაც უშგულში ლამარიას ეკლესიას უწოდებენ.

1 / 15
უშგული ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზეა
2 / 15
უშგული ოთხი სოფლისგან შედგება - ჟიბიანი, ჩვიბიანი, ჩაჟაში და მურყმელი
3 / 15
წელიწადში ექვსი თვის განმავლობაში უშგული თოვლითაა დაფარული
4 / 15
უშგული ევროპის ერთ-ერთ მუდმივად დასახლებულ მაღალმთიან ადგილად მიიჩნევა
5 / 15
აქ შემორჩენილია ტრადიციული სვანური კოშკები
6 / 15
უშგულის არქიტექტურა ისტორიულ ძეგლად მიიჩნევა, სწორედ ამიტომ ზემო სვანეთი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული
7 / 15
სოფელ ჟიბიანში შეხვდებით XI საუკუნის ღვთისმშობლის ტაძარს, რომელსაც უშგულში ლამარიას ტაძარს უწოდებენ
8 / 15
უშგულში დაახლოებით 70 ოჯახი ცხოვრობს
9 / 15
უშგულში მოქმედებს სკოლაც
10 / 15
მუშაობს მაღაზიების - ეს ერთ-ერთი მათგანია
11 / 15
ადგილობრივები თვითდასაქმებულები არიან ტურისტების მასპინძლობით და სოფლის მეურნეობით
12 / 15
ზამთარში მესტიისკენ მიმავალი გზა ხშირად ჩახერგილია უამინდობისა და დიდი თოვლის გამო
13 / 15
უშგულში ყოფნისას, თითქოს რამდნეიმე საუკუნით უკან ვინაცვლებთ დროში
14 / 15
უშგული შხარას მახლობლადაა განთავსებული, მდინარე ენგურის სათავესთან
15 / 15
სვანეთის რაიონიული ცენტრი, მესტია უშგულიდან 33 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს