წალენჯიხაში 19 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარე ჭანისწყალზე ელექტროსაჭერით თევზაობდა და, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. წალენჯიხაში 19 წლის ახალგაზრდა თევზაობის დროს დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარე ჭანისწყალზე ელექტროსაჭერით თევზაობდა და, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.