სალაშქრო სეზონი საქართველოში 13 აპრილს გაიხსნება

პირველი ლაშქრობის მონაწილეებისთვის, რომელიც შაორის ტბაზე მოეწყობა, გაიმართება კონცერტი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით, სპორტული ღონისძიებები, პრეზენტაციები და სხვა ღონისძიებები.
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სალაშქრო სეზონი საქართველოში რაჭიდან დაიწყება და ოფიციალურად 13 აპრილს გაიხსნება, ნათქვამია მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის Facebook-გვერდზე.

საქართველოს დაცული ტერიტორიები სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს

ბანაკებს დასცემენ შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ზღვის დონიდან 1,1 ათას მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

„სალაშქრო სეზონის გახსნა საერთო ინტერესების მქონე ადამიანების დაახლოების ბრწყინვალე საშუალებაა", — აღნიშნულია განცხადებაში.

ლაშქრობის მონაწილეებს ელოდებათ გრანდიოზული კონცერტი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით, ასევე სხვადასხვა სპორტული ასპარეზობა, პრეზენტაცია, დაჯილდოება და სხვა ღონისძიებები.

სეზონის პირველი ლაშქრობის პარტნიორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.