გვიდიანი საგადასახადო რეფორმაზე: კარგია, რომ ხელისუფლება ბიზნესს უსმენს

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, განუცხადა “Sputnik-საქართველოს” ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა.
Sputnik

„კარგია, რომ ხელისუფლება უსმენს ბიზნესს და მეწარმეების კარნახით ახორციელებს რეფორმებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა აიღო“, – აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივა და მასშტაბური რეფორმა 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება. მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებს ყველა ის მეწარმე, რომლის წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება. აქამდე ეს ზღვარი 100 000 ლარი იყო. ასევე ხუთჯერ მცირდება ბრუნვის გადასახადი მცირე მეწარმეებისთვის 5%-დან 1%-მდე.