კომპანია Boston Dynamics-ის რობოტექნიკოსებმა ძაღლი-რობოტი SpotMini სიჯიუტეზე გამოსცადეს, ტესტირების ამსახველი ვიდეო Youtube-ზე გამოქვეყნდა.
კადრებზე ჩანს, როგორ ცდილობს ძაღლი-რობოტი კარის გაღებასა და გარეთ გასვლას, რაშიც მისი ერთ-ერთი შემქმნელი ჰოკიჯოხით უშლის ხელს. მიუხედვად ამისა, SpotMini-ს მაინც თავისი გააქვს და გარბის გარეთ.