„ღირებულებები სოციალური ნორმებია. ჰკითხეთ საკუთარ თავს – დაფუძნებულია თუ არა თქვენი ღირებულებები საყოველთაო პრინციპებზე? ჩვენ საქციელს ჩვენი სუბიექტური ღირებულებები განაპირობებს, მის შედეგებს კი – საყოველთაო პრინციპები“, – ამბობს ტრენერი.
ნათია ქოიავას თქმით, ჩვენი ცხოვრებისეული ორიენტირია ის, რაზეც ჩვენ ცხოვრებას ვაგებთ, რასაც არასოდეს ვღალატობთ და რაც არის ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა.