მატრასების საწყობში ხანძარი ლოკალიზებულია

საწყობის ტერიტორიაზე ხანძრის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. მეხანძრეებმა დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე მდებარე ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე მატრასების საწყობში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

საწყობში ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა. ბოლო ინფორმაციის თანახმად, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლს 18 სახანძრო ბრიგადა ებრძოდა.

მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.