თბილისის ცენტრში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. თბილისის ცენტრში ორბელიანის მოედანზე რამდენიმე საათის წინ ნაპოვნია შუა ხნის მამაკაცის ცხედარი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

უწყებაში აცხადებენ, რომ ცხედარზე ძალადობის კვალი არ შეინიშნება, სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.