გუგეშაშვილი: მკვლელი რამდენიმე თვის წინ გამეცნო როგორც ვეტერანი და სახლში შემოვუშვი

პოლკოვნიკი და აფხაზეთის ომის ვეტერანი დოდო გუგეშაშვილი საუბრობს მამაკაცზე, რომელმაც მისი შვილი მოკლა, თავად გუგეშაშვილი კი დაჭრა.
Sputnik

.

„ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინ გამეცნო ზურას სახელით, როგორც ვეტერანი. ამის შემდეგ მან დახმარება მთხოვა რაღაც პატარა საქმეზე. მან დამისახელა ორი ჩემი მეგობარი, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობენ. არც მიცდია მათთან გადამემოწმებინა, მართლა იცნობდნენ თუ არა ისინი ამ პიროვნებას“, – ამბობს დოდო გუგეშაშვილი.

გუგეშაშვილის განცხადებით, მას არასოდეს უგრძვნია საფრთე, ამიტომ მისი ოჯახის კარი ყველასთვის ღია იყო. ტრაგედიის დღეს, 8 თებერვალს მკვლელს გუგეშაშვილმა კარი თავად გაუღო და რამდენიმე წუთში მოხდა გასროლა, რომელმაც მისი შვილი იმსხვერპლა, თავად კი დაიჭრა.