როგორ გახდება კრიპტოვალუტების მაინინგი უფრო იაფი

მზის პანელებითა და ქარის ტურბინებით გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგს უფრო გააიაფებს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ქართული კრიპტოვალუტა „ოქროს საწმისის“ შემქმნელმა ვახტანგ გოგოხიამ.
Sputnik

„იმისათვის, რომ კონკურენცია გავუწიოთ კრიპტოვალუტის მდიდარ მომპოვებლებს, საქართველოში შედარებით იაფ და გარემოს დაცვისკენ მიმართულ მაინინგ–სადგურებს ვაშენებთ", — აღნიშნა ვახტანგ გოგოხიამ.

კრიპტოვალუტის მოპოვება დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელსაც შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერული მოწყობილობები და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია. მაინინგის პროცესში კომპიუტერები კრიპტოგრაფიული ალგორითმის გამოთვლით და ტრანზაქციების ვალიდურობის დადასტურებაში მონაწილებით მოიპოვებენ „მონეტებს".