ტფილისი და ტფილისელები 100 წლის წინ: ჩიხტიკოპები და ევროპული სამოსი „ედემის ბაღში“

Sputnik

ეს უნიკალური კადრები, რომლებზეც 1920-იანი წლების ტფილისი და ტფილისელები არიან აღბეჭდილი, ამერიკელ უილიამ პიზორს გადაუღია. 

დოკუმენტური კადრებისთვის კი „თბილისი — ქართული ედემი“ უწოდებია. 

კადრებში ყველასთვის ცნობილი წყლის წისქვილების, ფაეტონებისა და ტრამვაის გარდა, ღია ცის ქვეშ მოწყობილ რესტორანში ქართველი ქალებისა და მამაკაცების პურობაც ჩანს.

ყურადღებით ნახეთ, იქნებ ვინმემ საკუთარი წინაპარიც კი ამოიცნოთ მათ შორის. ან იქნებ ლეჩაქ-ჩიხტიკოპში გამოწყობილი ქართველი მანდილოსნის ვინაობა იცოდეთ, რომელიც ეგზომ თამამად პოზირენს ტელეკამერის წინ და ასევე თამამად მიირთმევს ღვინოს.