აღმაშენებლის გამზირზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ ებრძოდნენ მეხანძრეები შენობაში გაჩენილ ცეცხლს.
ხანძარი დაახლოებით 22:00 საათზე გაჩნდა სამსართულიან შენობაში, რომელიც ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს გვერდით მდებარეობს. შემთხვევის ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა და 100 მაშველი მუშაობდა. ხანძრის დროს შენობაში არავინ ყოფილა, დაშავებულები არ არიან.