თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. იტალიის კუნძულ სიცილიაზე დაკავებული არიან 10 წლის გოგონას მშობლები, რომლებიც საკუთარ პირმშოს მეძავობას აიძულებდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქალაქ პალერმოს კარაბინერთა სამსახურზე დაყრდნობით.
გარდა მშობლებისა, ასევე დაკავებულია ორი მამაკაცი, რომლებიც ბავშვთან სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ.
გამოძიება ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როდესაც კარაბინერებმა გზის პირზე გაჩერებულ მანქანაში ასაკოვანი მამაკაცი და 10 წლის ბავშვი აღმოაჩინეს. საგამოძიებო ღონისძიებებმა აჩვენა, რომ გოგონას სექსუალური კავშირი ჰქონდა 61 წლის ფერმერთან და ასევე 78 წლის პენსიონერთან, რომლებიც მის მშობლებს ფულს უხდიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრებს გოგონას დედა აწყობდა, რომელიც შვილს იაფად ჰყიდდა – 9-25 ევროს ფარგლებში აფასებდა. ზოგერ კი ბავშვის თანდასწრებით თავადაც ამყარებდა სექსუალურ კავშირს.
როგორც დადგინდა, გოგონას მამამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არაფერს აკეთებდა შვილის დასაცავად და არც პოლიციას ატყობინებდა მომხდარის თაობაზე.
ამჟამად სკანდალური ისტორიის ოთხივე მონაწილე შინაპატიმრობაშია, ბავშვთან კი ფსიქოლოგები მუშაობენ.