თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ყოფილი საავადმყოფოს შენობა იწვის

ცეცხლი კვირა საღამოს წმინდა მიქაელ მთავარნგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილ შენობას გაუჩნდა.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ხანძარია, იტყობინება ქართული მედია. 

ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო მანქანა. როგორც ტელეკომპანია „იმედს" თბილისის სახანძრო სამსახურის უფროსმა ანდრო ქუჯაბიძემ განუცხადა, ცეცხლი შენობის სახურავს უკიდია და იგი სწრაფად იქნება ლოკალიზებული. მისივე მონაცემებით, შენობა ცარიელი იყო და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.