მეგრელიშვილი: ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი ხდება

იურისტი, გენდერული საკითხების სპეციალისტი თამთა მეგრელიშვილი საუბრობს ოჯახში ძალადობის შემთხვევებსა და მის ტენდენციებზე.
Sputnik

„მამაკაცებიც არიან ძალადობის რისკის ქვეშ. არსებობს სტატისტიკური მაჩვენებლები, რომ კანადაში ყოველწლიურად 100 000 მამაკაცი ხდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი“,- ამბობს მეგრელიშვილი.

მისი თქმით, საქართველოში, კულტურული და ტრადიციული დამოკიდებულებების გათვალისწინებით, დიდი მიღწევაა ისიც, რომ ძალადობის მსხვერპლთან საუბარი შესაძლებელი გახდა.