ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია

ევროპარლამენტარები, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბრობენ
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თუ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკეთრად გაიზრდება, გერმანიამ შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დაიწყოს, განაცხადა გერმანიის შენაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზიემ ტელეკომპანია „რუსთავის 2“-თან (Rustavi2) საუბრისას. 

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2017 წელს 35%–ით გაიზარდა, რაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

საგარეო უწყებამ განმარტა ევროკავშირის ქვეყნები თუ რატომ არ აძლევენ ქართველებს თავშესაფარს

„ასე რომ საქართველოზეა დამოკიდებული  ვიზალიბერალიზაციის მომავალი. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დავიცადოთ მაგრამ რაოდენობის ზრდა შეშფოთების საგანია“, — განუცხადა თომას დე მეზიემ მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში ქართულ დელეგაციასთან გამართული შეხვედრების შემდეგ.

მინისტრის თქმით,  კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გერმანულ მხარეს აშფოთებს არის ის, რომ საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა შორის კრიმინალის დონე უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან.

„ასე რომ საქართველომ ბევრი რამ უნდა გააკეთოს“, — აღნიშნა გერმანიის შენაგან საქმეთა მინისტრმა.

საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის კანონმდებლობას გაამკაცრებს

ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი, ევროპარლამენტარი ელმარ ბროკი აცხადებს, რომ ვიზლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში უდანაშაულო ხალხი შეიძლება დაზარალდეს, რაც არასასურველი იქნებოდა.

„შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, უდანაშაულო ხალხი დაისჯება. ვისურვებდი, რომ ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს, გერმანიისა და ევროპულმა მთავრობებმა უნდა მოძებნონ გზა იმისთვის, რომ თუ თავშესაფრის ძალიან ბევრი მაძიებელი იქნება, მათი უკან დაბრუნება მოხდეს. ასეთ შემთხვევაში, საქართველო დაამტკიცებს, რომ არის ქვეყანა, სადაც კანონი უზენაესობა დაცულია“, – ციტირებს ელმარ ბროკს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მიუნხენში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართულ დელეგაციასთანე ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციასი იღებს მონაწილეობას.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის განცხადებით, არსებობს შეგრძნება, რომ ქართველები უვიზო რეჟიმს ბოროტად იყენებენ.

„ეს პრობლემაა, რადგან  არსებობს შეგრძნება რომ ადამიანები უვიზო რეჟიმს ბოროტად იყენებენ. ამ საკითხს ყურადღება უნდა მიექცეს მანამ, ვიდრე დადგება შედეგები, რომელიც მთელს მოსახლეობას დააზარალებს. ციფრები მეტყველებს, რომ პრობლემა რეალურად არსებობს“, — განუცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა რელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

გერმანიაში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას მოითხოვენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელის თქმით, ევროპელი კოლეგების  შეშფოთება უკავშირდება თავშესაფრის მაძირიებელთა როცხვის ზრდას, რომელიც შესამჩნევია ბოლო ოთხი  თვის განმავობაში გარკვეულ ქვეყნებში და ასევე გარკვეულწილად მასთან დაკავშირებულ კრიმინალურ აქტივობებს. საქართველოს მთავრობა  სწორედ ამ ორ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

„რა თქმა უნდა, ჩვენც ვხედავთ იმ ტენდენციებს, და ჩვენ ვიზიარებთ იმ წუხილს, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ, მაგრამ სწორედ ამ პარტნიორობით, თანამშრომლობით და იმ ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ ვდგამთ როგორც საქართველოში, ასევე  ორმხრივი თანამშრომლობის კონტექტსში, დარწმუნებულები ვართ, რომ არ დადგება ნამდვილად შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საჭიროება“, — განუცხადა მიხეილ ჯანელიძემ „რუსთავი 2“-ს.

ევროკავშირში გამგზავრებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ბიომეტრიული პასპორტი, სასტუმროს დაჯავშნული ნომერი ან მეგობარი–ნათესავის მისამართი, სადაც აპირებს ცხოვრებას, სამედიცინო დაზღვევა, თანხა ცხოვრებისთვის და უკან დასაბრუნებელი ბილეთი.