დაღესტანში 23 წლის მამაკაცმა ყველიერის დღესასწაულზე შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნა

თავდამსხმელი ლიკვიდირებულია
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა დაღესტნის ქალაქ ყიზლარში ხალხის მისამართით ატეხილი სროლის შედეგად, იუწყება РИА Новости დაღესტნის შსს-ზე დაყრდნობით.

მამაკაცმა დაღესტნის ქალაქ ყიზლარში ყველიერის დღესასწაულზე შეკრებილ ხალხს სანადირო თოფიდან სროლა გაუხსნა.

მასობრივი მკვლელობა ფლორიდაში: 19 წლის ახალგაზრდამ 17 მოსწავლე მოკლა

„უცნობმა მამაკაცმა გახსნა სროლა ადამიანების მისამართით, წინასწარი მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ოთხი დაშავდა. ბოროტმოქმედი ლიკვიდირებულია“, — განუცხადა სააგენტოს სამინისტროს თანამშრომელმა.

ოთხივე მსხვერპლი ქალია. თავდამსხმელი 23 წლის ადგილობრივი მკვიდრი აღმოჩნდა, რომელიც მანამდე პოლიციის თავთახედვის არეალში არ მოხვედრილა და რადიკალური მიმდინარებების წევრი არ იყო, აცხადებს წყარო.

მან აღნიშნა, რომ შეიარაღებული ინციდენტი დაღესტნის ქალაქ ყიზლარში ყველიერის დღესასწაულზე იმ დროს მოხდა, როდესაც მორწმუნეები ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდნენ.