ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 20 თებერვალს

სამშაბათს თბილისში დღის განმავლობაში 7 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სამშაბათს, 20 თებერვალს თბილისში მოღრუბლული, თუმცა უნალექო ამინდი იქნება.

მზის ამოსვლა — 07:50 საათზე.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2 გრადუსის ნიშნულზე დაფიქსირდება. დღისით კი ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება.

ქარი თბილისში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზის ჩასვლა — 18:39 საათზე.