სვანური კოშკები საქართველოს ლამაზი სიმბოლოებია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება ეს შუა საუკუნეების ეპოქის უნიკალური თავდაცვითი ნაგებობები
სვანური კოშკები საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი და ცნობადი სიმბოლოებია. მათ აქტიურად აშენებდნენ VIII-XVIII საუკუნეებში და იყენებდნენ არა მხოლოდ თავდასაცავად, არამედ საკუთარი კუთხის სიმბოლოდაც.