სერიულმა მკვლელმა და მოძალადემ ახალი დანაშაული აღიარა

დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა შეწყალების თხოვნის უფლების გარეშე აქვს მისჯილი.
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ფრანგმა სერიულმა მკვლელმა მაიკლ ფურნირემ, რომელიც 1987-2001 წლებში ჩადენილი მკველობებისთვის იხდის სასჯელს, ოცი წლის ჯოანა პერიშისა და ფრანგი თინეიჯერის, მერი-ენჯელ დომისის გაუპატიურება და მკვლელობაც აღიარა, იუწყება გაზეთი The Guardian-ი.

6 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის მამაკაცს სიკვდილით დასჯიან

მაიკლ ფურნირე საფრანგეთის პოლიციამ 2004 წელს რვა ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობის ბრალდებით დააკავა. სასამართლო პროცესი 2008 წლამდე გაგრძელდა და ბოლოს მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 

მკვლელმა და მოძალადემ ახალი დანაშაული განახლებულ სასამართლო პროცესზე აღიარა. ბრიტანელი ჯოანა ლიდსის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

სერიული მკვლელის ყველაზე პატარა მსხვერპლი 14 წლის ესპანელი გოგო იყო.

79 წლის დამნაშავეს კიდევ ხუთ სხვა მკვლელობის თანამონაწილეობაში ედება ბრალი და სამუდამო პატიმრობა შეწყალების თხოვნის უფლების გარეშე აქვს მისჯილი.