თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. რუსულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანია „პობედამ“ სანქტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით ახალი რეისები დანიშნა.
ლოუკოსტერის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ფრენები 28 მარტიდან კვირაში ორჯერ განხორციელდება.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, რომ ავიაკომპანიას ქართული მხარისათვის ფრენების განხორციელების თხოვნით ჯერჯერობით არ მიუმართავს.
„ამ ეტაპზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია „პობედასგან“ ამ მიმართულებით რეისების განხორციელებაზე განაცხადი არ შესულა“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სააგენტოს პრესსამსახურის თანამშრომელს.
ამჟამად ავოაკომპანია „პობედა“ დონის როსტოვიდან თბილისში რეისებს კვირაში შვიდჯერ ახორციელებს.