ცოლის ცემის ბრალდებით დაკავებული მესაზღვრე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბრალდების მხარე სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლის ცემის ბრალდებით დაკავებული მესაზღვრე-კონტროლიორის, პატრულ-ინსპექტორს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამარტლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოთხოვნით სარჩელის შეტანას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

თბილისში ცოლის ცემის ფაქტზე მებაჟე დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა 14 თებერვალს,  შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი  ლ.რ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ოჯახური კონფლიქტი 2018 წლის იანვარი მოხდა. მეუღლის ცემაში ბრალდბული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.