ბორჯომი-ბაკურიანის მატარებლის ავარია: კადრები შემთხვევის ადგილიდან

Sputnik

ბორჯომიდან ბაკურიანში მიმავალი სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა რკინიგზის გაუმართაობის გამო. იხილეთ ვიდეო კადრები შემთხვევის ადგილიდან

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავარიის მიზეზი რკინიგზაზე ერთ-ერთ შესახვევში დეფორმირებული ლიანდაგი გახდა. ამ ეტაპზე მონაკვეთის რემონტი დასრულებულია, მატარებლის მოძრაობა უკვე განახლდა.

მარშრუტი ბორჯომი-ბაკურიანი ერთადერთი არასტანდარტულად ვიწრო რკინიგზაა. მისი სიგრძე 37,2 კილომეტრია, მაგრამ რელიეფის სირთულის გამო მგზავრობას 2 საათზე მეტი დრო ჭირდება. რკინიგზაზე ბორჯომსა და ბაკურიანს შორის დიდხანს დადიოდა პატარა ორთქლმავალი, რის გამოც ახლანდელ სარკინიგზო შემადგენლობებს "კუკუშკა" ეწოდათ. 2016 წელს მატარებლები სრულად განაახლეს, თუმცა ვიზუალური მხარე შეუნარჩუნეს.