ავთო წიკლაური: „სურვილი გამიჩნდა, რომ მინი-სპექტაკლისთვის ნიღბები დამემზადებინა“

ავთო წიკლაური ამბობს, რომ ბავშვობიდან ხატავს, ძერწვა კი მოგვიანებით დაიწყო. ერთხელ იდეა გაუჩნდა, რომ მუსიკალურ-თეატრალური სანახაობისთვის ცნობილი ქართველი მომღერლების ნიღბები დაემზადებინა.
Sputnik

„გასტროლებზე სულ თან დამქონდა სახატავი მასალები და ვხატავდი“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ავთო წიკლაურმა.

ავთო წიკლაური- მომღერალი და თვითნასწავლი მხატვარ-მოქანდაკე. მღეროდა ანსამბლებში: „დიელო“ და „ბერიკონი“. ამჟამად ემზადება სოლო-კონცერტისთვის.