6 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის მამაკაცს სიკვდილით დასჯიან

მოსახლეობა პოლიციას არაკომპენტენტურობაში სდებს ბრალს.
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. პაკისტანელ მამაკაცს იმრან ალის, სასამართლომ ექვსი წლის ზაინაბ ანსარის გაუპატიურებასა და მკვლელობისათვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, იუწყება ტელეკომპანია BBC.

ცხრა იანვარს ზაინაბის ცხედარი ნაგავსაყრელზე ქალაქ კასურში იპოვეს.

პოლიცია აჭარაში 12 წლის გოგონას შესაძლო გაუპატიურებას იძიებს

24 წლის მკვლელი და მოძალადე დაკავშირებული იყო პოლიციასთან და პროვინცია პენჯაბის მინისტრთან. 

გოგონას მკვლელობამ მთელს ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია. აქციისას დაიღუპა ორი მომიტინგე, რის გამოც მოსახლეობა პოლიციას არაკომპენტენტურობაში სდებს ბრალს.

განაჩენის გამოტანას ესწრებოდა გოგონას მამა. ამბავმა შეშფოთება გამოიწვია სოციალურ ქსელშიც.

იმრან ალის 15 დღის განმავლობაში შეუძლია განაჩენის გასაჩივრება.