ვითარება საქართველოს გზებზე: ლიპყინულმა და თოვლმა პრობლემები შექმნა

უამინდობის გამო სვანეთში საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული საავტომობილო გზის 30–186-ე  კმ (ჯვარი–უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

„დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30-138-ე კმ (ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, 139-186-ე კმ  (მესტია-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია“,- ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის 1-30-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.