გაგოშიძე: შიში არის ჩვეულებრივი ადამიანური მოვლენა, რომელსაც აქვს დაცვის ფუნქცია

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს, რა განსხვავებაა შიშსა და ფობიას შორის.
Sputnik

„შიში არის ჩვეულებრივი ადამიანური მოვლენა, რომელსაც აქვს დაცვის ფუნქცია. ჩვენ თუ არ გვეშინია, ვერ მივხვდებით, რომ საფრთხის წინაშე ვდგავართ. ამიტომ ყველა ასაკში ჩვენ რაღაცეების გვეშინია“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.

ფსიქოლოგის განცხადებით, ფობია არის ისეთი შიში, რომელიც ხელს უშლის ადამიანს. ეს არის უსაფუძვლო რეაგირება გარკვეულ სტიმულებზე, რომლის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.