ჯიქია: როგორც კი გავხსენი და დავინახე, მაშინვე წამოვიძახე, რომ ამის ბიზნესი უნდა დამეწყო

მეწარმე სოფო ჯიქია საუბრობს იმის შესახებ, როგორ დაიწყო ჩირის წარმოება.
Sputnik

,

„ოთხი შვილი მყავს. სასულიერო აკადემიაში ვმუშაობდი. იქ მიღებული ანაზღაურება არ იყო საკმარისი ოთხი ბავშვისთვის. ამიტომ ვფიქრობდი, ჩემი საქმიანობა წამომეწყო. ერთ დღეს მამამ რაიონიდან გამომიგზავნა ლამაზად შეფუთული ჩირი. როგორც კი გავხსენი და დავინახე, მაშინვე წამოვიძახე, რომ ამის ბიზნესი უნდა დამეწყო“, ამბობს ჯიქია.

სოფო ჯიქია უკვე ოთხი წელია სხვადასხვა სახეობის ხილის ჩირს, ტყლაპს და სხვა ნუგბარს აწარმოებს. გეგმავს წარმოების გაფართოებას, რათა უცხოურ ბაზარზეც გაიტანოს ქართული ნაწარმი.