შოსტაკოვიჩისა და ბეთჰოვენის უკვდავი შედევრები თბილისში გაჟღერდება

საღამოს პროგრამაშია შოსტაკოვიჩის კონცერტი №1 ფორტეპიანოს, საყვირისა და სიმფონიური ორკესტრისთვის და „საზეიმო უვერტიურა“, ასევე ბეთჰოვენის მეოთხე სიმფონია.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. გამოჩენილი კომპოზიტორების დმიტრი შოსტაკოვიჩისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის უკვდავი შედევრები თბილისში ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ–კულტურულ ცენტრში 17 თებერვალს გაჟღერდება.

სცენაზე მსმენელის წინაშე დავით მუქერიას დირიჟორობით თბილისის სიმფონიური ორკესტრი წარდგება. 

სოლისტებს შორის არიან ცნობილი ქართველი პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი თამარ ლიჩელი და პაატა ჭეიშვილი (საყვირი).

საღამოს პროგრამაშია შოსტაკოვიჩის კონცერტი №1 ფორტეპიანოს, საყვირისა და სიმფონიური ორკესტრისთვის და „საზეიმო უვერტიურა“, ასევე ბეთჰოვენის მეოთხე სიმფონია.

კონცერტი 19:30–ზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც მუსიკალური ცენტრის სალაროებში, ისე ონლაინ.