სასტიკი სასჯელი ოპოზიციონერებს: თურქეთში სამ ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციონერები დამნაშავედ ცნო ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობასა და ქვეყანაში საკონსტიტუციო წყობის ძალადობრივად შეცვლის მცდელობაში.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. თურქეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა სამ ოპოზიციონერ ჟურნალისტსა და საზოგადო მოღვაწეს: მეჰმეთ ალთანს, აჰმედ ალთანსა და ნაზლი ილიჯაკს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.

სამივე მათგანი, რომელთაგან ორნი, მეჰმეთ და აჰმედ ალთანები ძმები არიან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობასა და ქვეყანაში საკონსტიტუციო წყობის ძალადობრივად შეცვლის მცდელობაში.

მანამდე, 11 იანვარს, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას, გაზეთ Zaman-ის ჟურნალისტების, შაჰინ ალფაისა და მეჰმეთ ალთანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბექირ ბოზდაღმა გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა. თურქეთის უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ორი დაკავებული ჟურნალისტის სარჩელი და პატიმრობაში დატოვა ისინი.