თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ მასშტაბური ავტოავარია მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
ერთამენთს, სავარაუდოდ, ხუთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულები. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. თბილისის მთავარ ქუჩაზე მოძრაობაც გადაიკეტა.
Авария на проспекте Руставели в Тбилиси
© Sputnik / Denis Aslanov
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარიის მიზეზები დადგენილი ჯერჯერობით არ არის.
Авария на проспекте Руставели в Тбилиси
© Sputnik / Denis Aslanov