ხულო-გოდერძის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია

სოფელ დიოკნისთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ გზა მთლიანად ჩაკეტა, რის გამოც ხულოს შვიდი სოფელი და კურორტი გოდერძი გარესამყაროს მოწყდა
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის  92-ე კმ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 17 თებერვალს

გუშინ,  ხულო-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. სოფელ დიოკნისთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ გზა მთლიანად ჩაკეტა, რის გამოც ხულოს შვიდი სოფელი და კურორტი გოდერძი გარესამყაროს მოწყდა. მეწყრული პროცესები ხულოში რამდენიმედღიანმა წვიმამ გამოიწვია.

გზა მთელი დღის განმავლობაში იწმინდებოდა, თუმცა,  მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ შემოვლითი გზით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფ.კორტოხსა და სოფ. ბეღლეთზე  გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.