სარჩელი პუტინის წინააღმდეგ: სობჩაკმა პრეზიდენტის რეგისტრაციის უკანონოდ ცნობა მოითხოვა

უზენაეს სასამართლოში კი განაცხადეს, რომ ქსენია სობჩაკის სარჩელი მიღებული აქვთ და მას პირველ ინსტანციას გადასცემენ, რომელიც გადაწყვეტს, მიიღონ თუ არა იგი განსახილველად.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ქსენია სობჩაკმა, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია გაასაჩივრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ქსენია სობჩაკი: პრეზიდენტობის კანდიდატი ყველას წინააღმდეგ

სარჩელში, რომლის ასლიც სააგენტომ მოიპოვა, სობჩაკი ირწმუნება, რომ „პუტინს არ აქვს კანდიდატურის წამოყენების უფლება“, ვინაიდან უკვე არაერთხელ ეჭირა პრეზიდენტის თანამდებობა და ამასთან, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას ასრულებდა 1999 წლის 31 დეკემბრიდან 2000 წლის 7 მაისამდე.

რუსეთის ცესკო-ს მდივანმა მაია გრიშინამ РИА Новости-ს განუცხადა, რომ სარჩელი არ უნახავს, მაგრამ მოსარჩელის არგუმენტები უსაფუძვლოდ მიიჩნია.

უზენაეს სასამართლოში კი განაცხადეს, რომ ქსენია სობჩაკის სარჩელი მიღებული აქვთ და მას პირველ ინსტანციას გადასცემენ, რომელიც გადაწყვეტს, მიიღონ თუ არა იგი განსახილველად.

Владимир Путин ответил на вопрос Ксении Собчак

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 81-ე მუხლის თანახმად, ერთსა და იმავე პირს არ აქვს პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება ზედიზედ ორ ვადაზე მეტად.

საპრეზიდენტო არცევნები რუსეთში 2018 წლის 18 მარტსაა დანიშნული.