„სააკაშვილის თანამებრძოლი“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს

უკრაინული მედია გეწაძეს საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლად მოიხსენიებს, რომელიც ორშაბათს გააძევეს უკრაინიდან პოლონეთში.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დააკმაყოფილა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძის განცხადება და თანამდებობიდან გაათავისუფლა იგი, ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის საიტზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში.

„გათავისუფლდეს გეწაძე გია გიზოს ძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით“, — წერია დოკუმენტში.

უკრაინული მედია გეწაძეს საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლად მოიხსენიებს, რომელიც ორშაბათს გააძევეს უკრაინიდან პოლონეთში. გეწაძე მანამდე საქართველოშიც იგივე თანამდებობაზე მუშაობდა და ამას გარდა, ასევე ეჭირა სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობა სახელმწიფო სტრუქტურებში.