ბუაჩიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ათი ადამიანი მოიწამლა

ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში, ბუაჩიძის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაკვამლიანების გამო ათი ადამიანი მოიწამლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

ხანძარი ფოთში - დაიღუპა ერთი ადამიანი

ხანძარი გუშინ მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე,  სავარაუდოდ,  ელექტროსადენებს გაუჩნდა.

დაზარალებულები, რომელთა შორის ხუთი ბავშვია,  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც „Sputnik საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის  ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა და ერთი სამაშველო ჯგუფი  იყო მობილიზებული, რომლებმაც 20 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება  187-ე მუხლით („სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია") დაიწყო,  რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.