თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეარხი Imedi.
ადგილზე მუშაობენ ცხრა სახანძრო ბრიგადა და მაშველები. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.