ვორონცოვზე შუახნის მამაკაცს ესროლეს

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ვორონცოვზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან დღეს, დილით შუახნის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi

თბილისის ერთ-ერთ ციხეში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მამაკაცისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდა, რასაც ჯერ ჩხუბი, შემდეგ კი გასროლა მოჰყვა. დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სსსკ-ის 19-108-ე  („განზრახ მკვლელობის მცდელობა“) და 236-ე („ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა“) მუხლებით მიმდინარეობს.